გვარამიას შეწყალებაზე პრეზიდენტი უნდა დაფიქრდეს - "ოცნება" ზურაბიშვილს აფრთხილებს

02.11.22 13:32
გვარამიას შეწყალებაზე პრეზიდენტი უნდა დაფიქრდეს - "ოცნება" ზურაბიშვილს აფრთხილებს

"ქართული ოცნების" დეპუტატს, ალუდა ღუდუშაურს, მიაჩნია, რომ პრეზიდენტს ნიკა გვარამიას შეწყალებასთან დაკავშირებით დაფიქრება მართებს. ამის შესახებ მმართველი გუნდის წარმომადგენელმა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, თუ ვინმე განაჩენით უკმაყოფილოა, შეუძლია, საჩივრით ზემდგომ ინსტანციას მიმართოს. 

ბუნებაში არ არსებობს, რომ ყველა მხარისთვის სასარგებლო გადაწყვეტილება გამოჰქონდეს სასამართლოს. თუ ვინმეს არ მოსწონს, ამის საშუალება აქვთ, რომ არ დაეთანხმონ და გაასაჩივრონ ზემდგომ ინსტანციაში. შესაბამისად, აქ ყოველგვარი სპეკულაცია და ინტრიგების ხლართვა მგონია, რომ უადგილოა.

პრეზიდენტი უნდა დაფიქრდეს არა მარტი გვარამიასთან მიმართებაში, არამედ ზოგადად, პრეზიდენტს შეწყალების უფლებასთან დაკავშირებით მართებს ძალიან დიდი დაფიქრება და გონივრული გადაწყვეტილების მიღება, - თქვა ღუდუშაურმა.  

მოსამართლეთა კოლეგიამ "მთავარი არხის" დამფუძნებელი  ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა. კოლეგიამ მედიამენეჯერი დამნაშავედ ცნო სარეკლამო შემოსავლების ეპიზოდზეც და თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.   

მსგავსი სიახლეები