არავის ციხეში წასვლა არ მიხარია - კალაძე ნიკა გვარამიაზე

02.11.22 13:38
არავის ციხეში წასვლა არ მიხარია - კალაძე ნიკა გვარამიაზე

დედაქალაქის მერს ნიკა გვარამიას განაჩენზე საუბარი უჭირს. კახა კალაძის თქმით, "მთავარი არხის" დამფუძნებლის საქმეს არ იცნობს, თუმცა არავის ციხეში წასვლა არ უხარია. 

გამიჭირდება დეტალებში შესვლა. არ ვიცი,  არავის ციხეში ყოფნა და არავის ციხეში წასვლა არ მიხარია და დარწმუნებული ვარ ასეა ყველა, ნებისმიერი ადამიანი, თუმცა თუ ადამიანს აქვს ჩადენილი დანაშაული, მან უნდა აგოს პასუხი. ამ კონკრეტულ ქეისზე გამიჭირდება ლაპარაკი, - თქვა კალაძემ. 

მოსამართლეთა კოლეგიამ "მთავარი არხის" დამფუძნებელი  ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა. კოლეგიამ მედიამენეჯერი დამნაშავედ ცნო სარეკლამო შემოსავლების ეპიზოდზეც და თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.   

მსგავსი სიახლეები