ზურაბიშვილი გვარამიას შეწყალებას ვერ გაბედავს - ოპოზიციის ნაწილს პრეზიდენტის შეწყალების იმედი არ აქვს

02.11.22 13:15
ზურაბიშვილი გვარამიას შეწყალებას ვერ გაბედავს - ოპოზიციის ნაწილს პრეზიდენტის შეწყალების იმედი არ აქვს

"სტრატეგია აღმაშენებელის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, დარწმუნებულია, რომ სალომე ზურაბიშვილი "მთავარი არხის" დამფუძნებელს არ შეიწყალებს. ამის მიუხედავად დეპუტატი მზად არის, ოპოზიციის საერთო მოთხოვნას შეუერთდდეს და პრეზიდენტთან შესაგზავნ დოკუმენტს ხელი მოაწეროს. 

პრობლემა არ არის, ხელს მეც მოვუწერ, მაგრამ შედეგს არ ველი. სანამ ერთიანობა არ იქნება, შედეგი არ დადგება. მოვეშვათ ილუზიას, რომ იქნებ, ახლა მაინც შეიცვალოს სალომე ზურაბიშვილმა გადაწყვეტილება. არ შეიცვლის, რატომ შეიცვლის?! როგორ წარმოგიდგენიათ, სალომე ზურაბიშვილი დამოუკიდებლად მოქმედებს? ნუ გამაგიჟეთ!"- განაცხადა ვაშაძემ. 

შეხვედრის მოთხოვნას და დოკუმენტზე ხელის მოწერას არ აპირებს "გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურა ჯაფარიძე. 

არც შეხვედრას მოვითხოვ და არც ხელს მოვაწერ, არ მჯერა, რომ სალომე ზურაბიშვილი დამოუკიდებელი პოლიტიკური ფიგურაა. არც იმის მჯერა, რომ ის შეწყალებას გაბედავს და დამოუკიდებელ თამაშს ითამაშებს"- თქვა ჯაფარიძემ. 

მსგავსი სიახლეები