ანტიკორუფციული ბიუროს კანონპროექტს მხარს არ დავუჭერთ - სალომე საამადაშვილი
ოპოზიცია ხელისუფლების კანონპროექტს ანტიკორუფციული ბიუროს შექმნასთან დაკავშირებით მხარს არ დაუჭერს. "ლელოს" წევრის, სალომე სამადაშვილის თქმით, ბიუროს შექმნა ფორმალურია და მას ფუნქციები არ გააჩნია.
რა თქმა უნდა, აღნიშნულ კანონპროექტს მხარს არ დავუჭერთ. ჩვენ ჯერ კიდევ 1 წლის წინ წარმოვადგინეთ, რეალური ანტიკორუფციული ბიურო როგორი უნდა იყოს.
,,ქართულ ოცნებას" ერთი წელი ჰქონდა, თუ სურვილი ჰქონდა, გაემართა მსჯელობა ამ საკითხზე და ჩვენ რეალურად კონსენსუსის საფუძველზე მიგვეღო შესაბამისი გადაწყვეტილება. - ამბობს სალომე სამადაშვილი.
ოპოზიციის და არასამთავრობო სექტორის წინააღმდეგობის მიუხედავად, "ოცნება" უკან არ იხევს. დღეს პარლამენტში ანტიკორუფციული ბიუროს შექმნის საკითხს კენჭს პირველი მოსმენით უყრიან.