ლებანიძე ცოცხალი არ არის, ამიტომ არ ვაპირებ სუს-ს და ივანიშვილს დავუჯდე მაგიდასთან - ნათელაშვილი
შალვა ნათელაშვილის დღევანდელი სასამართლო პროცესი დაცვის მხარის შუამდგომლობის საფუძველზე გადაიდო, რომელიც მოსამართლემ დააკმაყოფილა. უფლებადამცველებმა შუამდგომლობა დააყენა.
პირველი - მოსამართლის, გოჩა დიდავას აცილება, რომელიც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. რაც შეეხება მეორე შუამდგომლობას, დაცვის მხარე საუბრობს იმ საარჩევნო კლიპზე, სიმღერაზე, რომელსაც „ოცნება“ საკუთარ საარჩევნო კლიპში უკვე ათი წელია, იყენებს.
ამ შემთხვევაში "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერის ადვოკატები საუბრობენ, რომ მმართველი პარტია სიმღერას „ჩემი საქართველო აქ არის“ ორი თვის განმავლობაში უკანონოდ იყენებდა, თუმცა კომპანია „ჯი ემ აიმ“ „ოცნება“ არ დააჯარიმა. უფრო მეტიც, მმართველ გუნდთან ხელშეკრულება 5000 დოლარად გააფორმა.
შესაბამისად, ახლა დაცვის მხარე ითხოვს, რომ კომპანიამ წარმოადგინოს ხელშეკრულებები, რომლებიც „ოცნებასთან“ გააფორმა. თუმცა, თავის მხრივ, "ჯი ემ აი" ამბობს, რომ ეს ხელშეკრულებები გასაიდუმლოებულია და შესაბამისად, მოსამართლემ მათ დააკისრა, რომ შემდეგ სხდომაზე ეს ხელშეკრულებები წარმოადგინოს.
მე 50 ათას ევროს მთხოვენ და 7 მილიარდი რომ აქვს ოფიციალურად, იმ კაცს 5000 ლარს“, - განაცხადა პროცესზე შალვა ნათელაშვილმა.
"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა, პროცესის დასრულების შემდეგ ასევე აღნიშნა, რომ მურმან ლებანიძე ცოცხალი არ არის და ის არ აპირებს მაგიდასთან სუს-ს და ბიძინა ივანიშვილს დაუჯდეს.
პროცესი არის მსოფლიოში არნახულად უპრეცენდენტო რეპრესია. მურმან ლებანიძე რომ იყოს ცოცხალი, კი ბატონო, დავუჯდებოდი მაგიდასთან და რასაც იტყოდა იმას გავაკეთებდი და ახლა, მურმან ლებანიძე არაა ცოცხალი და ვის მოვურიგდე სუსს და ბიძინა ივანიშვილს?“ - ამბობს შალვა ნათელაშვილი.
"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერს საავტორო უფლებების დარღვევისთვის უჩივიან.
მუმან ლებანიძის ლექსის წარმოთქმა შალვა ნათელაშვილს, შესაძლოა 50 ათასი ევროდ და გამამტყუნებელ განაჩენად დაუჯდეს.