რას გამოიძიებს, ღარიბაშვილმა ცოლს ტყე რომ აჩუქა?! - პაატა მანჯგალაძე ანტიკორუფციული ბიუროს შექმნაზე
,,სტრატეგია აღმაშენებელი" უმრავლესობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს, რომელიც ანტიკორუფციული ბიუროს შექმნას ითვვალისწინებს, მხარს არ დაუჭერს.
პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე, მიიჩნევს, რომ აღნიშნულ ბიუროს ფორმალური დანიშნულება ექნება, რადგან ღარიბაშვილის მიერ დანიშნული უწყების ხელმძღვანელი არ და ვერ გამოიძიებს ელიტური კორუფციის საქმეებს.
როგორ შეიძლება, პრემიერ-მინისტრის მიერ დანიშნულმა ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა გამოიძიოს თუნდაც, ღარიბაშვილმა რომ საკუთარ მეუღლეს გადასცა ბორჯომი? ვერ გამოიძიებს. ღარიბაშვილის მეგობარი რომ არის ხიდაშელი, ტყე-პარკი რომ გადასცა, ამას გამოიძიებს?
ელიტური კორუფცია ნიშნავს სისტემურ კორუფციას. სისტემა კი თავის თავს არ დაიზიანებს არასდროს" - ამბობს პაატა მანჯგალაძე.
პარლამენტში დღეს ანტიკორუფციული ბიურის შექმნის შესახებ კანონპროექტის განხილვა დაიწყო.