თუ ზურაბიშვილის გვარამიას შეიწყალებს, ეს პრეზიდენტის ინსტიტუტის შეურაცხყოფა იქნება - კობახიძე

02.11.22 14:08
თუ ზურაბიშვილის გვარამიას შეიწყალებს, ეს პრეზიდენტის ინსტიტუტის შეურაცხყოფა იქნება  - კობახიძე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარეს მიაჩნია, რომ სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამია არ უნდა შეიწყალოს. ირაკლი კობახიძის თქმით, თუ ზურაბიშვილი ამ ნაბიჯს მაინც გადადგამს, ეს მისი მხრიდან პრეზიდენტის ინსტიტუტის შეურაცხყოფა იქნება. 

თქვენ გახსოვთ, როგორ შეურაცხყოფას აყენებდა, მაგალითად, იგივე სალომე ზურაბიშვილს ნიკა გვარამია, როგორი უშვერი სიტყვებით მოიხსენიებდა მას. ეს იყო არა მარტო პირადად ზურაბიშვილის, არამედ პრეზიდენტის ინსტიტუტის შეურაცხყოფაც და თუ ასეთ პირობებში პრეზიდენტის შეიწყალებს გვარამიას, ეს იქნება უკვე პრეზიდენტის ინსტიტუტის შეურაცხყოფა უშუალოდ საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან, რაც არა მგონია, რომ სწორი იყოს, - განაცხადა კობახიძემ.

ჟურნალისტებმა ირაკლი კობახიძეს ევროპარლამენტის რეზოლუცია შეახსენეს, სადაც პოლიტიკური მართლსმსაჯულების დევნის შეწყვეტაზეა საუბარი, თუმცა მმართველი პარტიის ლიდერმა თქვა, რომ აღნიშნულ რეზოლუციას ჩალის ფასი აქვს. 

ევროპარლამენტის რეზოლუციას აქვს ჩვენთვის ჩალის ფასი. არის პოლიტიკურად მიკერძოებული და აქვს ძალიან კონკრეტული ინტერესი, რაც იდგა ამ რეზოლუციის ინიცირების უკან. აქედან გამომდინარე, რეზოლუციას აქვს ჩალის ფასი და მის თითეულ ჩანაწერს აქვს ჩვენთის ჩალის ფასი, - თქვა კობახიძემ. 

მოსამართლეთა კოლეგიამ "მთავარი არხის" დამფუძნებელი  ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა. კოლეგიამ მედიამენეჯერი დამნაშავედ ცნო სარეკლამო შემოსავლების ეპიზოდზეც და თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.  

მსგავსი სიახლეები