"ბურთი თქვენს მოედანზეა, თქვენ შეგიძლიათ, გადაარჩინოთ კრიტიკული მედიები" - ვატო წერეთელი პრეზიდენტს

02.11.22 13:10
"ბურთი თქვენს მოედანზეა, თქვენ შეგიძლიათ, გადაარჩინოთ კრიტიკული მედიები" - ვატო წერეთელი პრეზიდენტს

"ქალბატონო სალომე, ახლა ბურთი თქვენს მოედანზეა, თქვენ შეგიძლიათ, გადაარჩინოთ კრიტიკული მედიები"- ამის შესახებ "ტვ პირველის" დამფუძნებელმა, ვატო წერეთელმა, ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესის შემდეგ განაცხადა. 

წერეთელი პრეზიდენტს მიმართავს, შეიწყალოს მედიამენეჯერი. 

ქალბატონო სალომე, თქვენ შეგიძლიათ, ეს ქვეყანა ჩიხიდან გამოიყვანოთ.  თქვენ შეგიძლიათ, გადაარჩინოთ კრიტიკული მედიები"- თქვა მან. 

მოსამართლეთა კოლეგიამ "მთავარი არხის" დამფუძნებელი  ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა. კოლეგიამ მედიამენეჯერი დამნაშავედ ცნო სარეკლამო შემოსავლების ეპიზოდზეც და თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

სასჯელის შთანთქმის პრინციპით, თანაბარი სასჯელებიდან ერთმა შთანთქა მეორე და ნიკა გვარამიას თავისუფლების აღკვეთა 3 წლისა და 6 თვის ვადით მიესაჯა.

 

მსგავსი სიახლეები