ნიკა გვარამია პატიმრობაში დამოუკიდებელმა სასამართლომ დატოვა - თალაკვაძე

02.11.22 15:05
ნიკა გვარამია პატიმრობაში დამოუკიდებელმა სასამართლომ დატოვა - თალაკვაძე

ნიკა გვარამიას საქმეზე პოლიტიკური ვერდიქტის შემდეგ "ქართული ოცნება" ისევ ამტკიცებს, რომ სასამართლო დამოუკიდებელია.  მმართველი პარტიის ლიდერი არჩილ თალაკვაძე სასამართლოს მიკერძოებულობასთან დაკავშირებით საუბარს უასპუხისმგებლოს და გაუგებარს უწოდებს.

მისივე თქმით, გაუღებს თუ არა ციხის კარს "მთავარი არხის" დამფუძნებელს, პრეზიდენტმა თავად უნდა გადაწყვიტოს. 

დამოუკიდებელმა სასამართლომ მიიღო ეს გადაწყვეტილება. საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგით სასამართლოს დისკრედიტაცია და მუდმივი აპელირება იმაზე, რომ სასამართლო თითქოს არ იღებს სწორ გადაწყვეტილებებს, უბრალოდ, გაუგებარიც არის, არათანმიმდევრულიც არის და უპასუხისგებლოც არის. ამ საქმესთან დაკავშირებით პროცესი წარიმართა გამჭვირვალედ. მათი უფლებაა მიმართონ პრეზიდენტს, მიმართონ სასამართლოს თუ ისაუბრო მედიასთან ამ საკითხზე. რა თქმა უნდა, პრეზიდენტი თავად იღებს ამაზე გადაწყვეტილებას, - თქვა თალაკვაძემ.

მოსამართლეთა კოლეგიამ "მთავარი არხის" დამფუძნებელი  ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა. კოლეგიამ მედიამენეჯერი დამნაშავედ ცნო სარეკლამო შემოსავლების ეპიზოდზეც და თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.    

მსგავსი სიახლეები