დაპირისპირება ოპოზიციაში - გიორგი ვაშაძე ნიკა მელიას ოპოზიციური ერთობის რღვევაში ადანაშუალებს

02.11.22 15:27
დაპირისპირება ოპოზიციაში - გიორგი ვაშაძე ნიკა მელიას ოპოზიციური ერთობის რღვევაში ადანაშუალებს

დაპირისპირება ოპოზიციაში - გიორგი ვაშაძე ნიკა მელიას ოპოზიციური ერთობის  რღვევაში ადანაშუალებს.

ახალი ოპოზიციური გაერთიანების ლიდერებს აინტერესებთ, რატომ ცდილობს ნიკა მელია კრახი განიცადოს ყველაზე დიდმა პრო-ევროპულმა გაერთიანებამ.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი მელიას და „ნაციონალურ მოძრაობას“ თანაშრომლობის ახალი ფურცლიდან დაწყებას სთავაზობს, თუმცა „ნაციონალური მოძრაობა“ უარს ამბობს  ამ გაერთიანებას შეურთდეს.

ნიკა მელიას აქვს სხვა გზა. მე ვერ გავიგე ამ გზის შინაარსი. ჩემი გზა არის ერთიანობისკენ. კარგად უნდა გავიაზროთ, რომელ მომენტში რა შესაძლებლობა გქვონდა და რა არის გაშვებული ხელიდან. თუ გარჩევებში შევალთ, ბევრ საკითხს გავიხსენებ, მათ შორის ნიკა მელიასგან გამომდინარე. არ მინდა ჩამოვთვალო რა ნაბიჯები გადადგა. ბევრ საკითხებს გავიხსენებ, მაგრამ არც მას ვურჩევ და არც სხვას დეტალებში შესვლას. ახლა, როცა კანდიდატის სტატუსი გვაქვს წინ, როცა გვყავს პოლიტპატიმრები, შეგვიძლია დავიწყოთ სწორი, ოღონდ სუფთა ფურცლიდან. სწორი ფურცლები ნიშნავს იმას, როგორ ვთანამშრომლობთ“. - ამბობს ვაშაძე.

თანამშორმლობის შეთავაზების მიუხედავად, „ნაციონალური მოძრაობა“ უარს ამბობს ამ გაერთიანებას შეუერთდეს.

ნიკა მელიას განცხადებით, მთელი ოპოზიციური სპექტრის ერთ საარჩევნო სუბიექტად გადაქცევა სწორად არ მიაჩნია და ამბობს, რომ ეს ივანიშვილის დამარცხებას ხელს ვერ შეუწყობს.

თანამშრომლობა არის უმნიშვნელოვანესი, მაგრამ ერთ საარჩევნო სუბიექტად გადაქცევა მთელი ოპოზიციური სპექტრის კონტრპროდუქტიულია და რაც უფრო დრო გავა, მით უფრო მალე დარწმუნდებიან ყველა ის ადამიანი, ვინც ფიქრობს, რომ ეს სინამდვილეში მოემსახუროს ივანიშვილის დამარცხებას. წარსულში ქექვას დიდად არ ვაპირებ. ყველამ ვიცით, რა მოხდა და ვინ როგორ მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო ადრე. ძალიან ახლოს ვიყავით, ჩემი აზრით, ვადამდელ არჩევნებთან".- ამბობს მელია. 

მსგავსი სიახლეები