ნიკა გვარამიას წინააღმდეგ შესაძლოა კიდევ ერთი სამართლებრივი დავა დაიწყოს
სააპელაციო სასამართლოს დღეს გამოცხადებული პოლიტიკური განაჩენი შესაძლოა, ნიკა გვარამიას მიმართ ახალი, 6 მილიონიანი დავის დაწყების წინაპირობა გახდეს.
მიმართავს თუ არა სასამართლოს "რუსთავი 2"- ის მფლობელი ქიბარ ხალვაში ჯერ უცნობია. ადვოკატი, პაატა სალია "ტვ პირველთან" ამბობს, რომ სამოქალაქო დავის დასაწყებად ხალვაშისგან დირექტივა ჯერ არ მიუღია.
თუ დაიწყება ეს დავა, კი გამოჩნდება რასაც მოვითხოვთ. ამ ეტაპზე რამე ინსტრუქცია, რომ ეს დავა დავიწყოთ, უახლოეს პერიოდში ნაბიჯები გადავდგათ, ჯერ-ჯერობით არ მაქვს"- თქვა სალიამ.
კითხვაზე, შესაძლოა, თუ არა ქიბარ ხალვაშმა "მთავარი არხის" წილების დაყადაღება მოითხოვოს, სალია ამბობს, რომ ინფორმაცია არ აქვს:
არამგონია, ინფორმაცია არ მაქვს. ჩემი განცდა და დამოკიდებულებაა, არამგონია, რაიმე ინტერესი ჰქონდეს ქიბარ ხალვაშს წილთან დაკავშირებით" - თქვა ადვოკატმა.
ნიკა გვარამია თბილისის სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო. მოსამართლეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მისთვის 3 წლითა და 6 თვის ვადით შეფარდებული თავისუფლების აღკვეთა ძალაში დარჩა.
სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამიას 6 მილიონ 700 000 ლარის გაფლანგვის ეპიზოდზე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის შეფარდებული 5 0000-ლარიანი ჯარიმა პატიმრობით შეუცვალა.