გაერთიანებული ძალებით შემოასხდებიან ვაშაძე და ჯაფარიძე ,,გლოვოს" კურიერის მოტოებს - ალუდა ღუდუშაური
,,ქართული ოცნების" დეპუტატი, ალუდა ღუდუშაური, ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს დასცინის და ურჩევს, სხვა საქმიანობით დაკავდნენ, რადგან მათი ადგილი პოლიტიკაში აღარ არის.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ალუდა ღუდუშაური, ,,სტრატეგია აღმაშენებლისა" და ,,გირჩი მეტი თავისუფლებას" ლიდერებს იმასაც ურჩევს, პოლიტიკის ნაცვლად მომსახურების სფეროში დასაქმდნენ.
ახლა უკვე ბატონმა ვაშაძემ, რომელმაც საკუთარი თავი ამოწურა და თვითრეალიზება ვერ მოახდინა, საშუალება არ მიეცა, რადგან აქ საცირკო წარმოდგენისთვის ადგილი და სივრცე არ არის, როგორც ჩანს, გირჩი ჯაფარიძემ მას უთხრა, რომ მისთვისაც არის ვაკანსია ,,გლოვოს" კურიერად.
შესაბამისად ახლა უკვე გაერთიანებული ძალებით შემოასხდებიან ბატონი ვაშაძე და გირჩი ჯაფარიძე ,,გლოვოს" კურიერის მოტოებსა და უფრო უკეთესი სერვისითა და უფრო მალე მოემსახურებიან კლიენტებს. - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.
,,სტრატეგია აღმაშენებელის", ,,გირჩი მეტი თავისუფლება" და ,,დროას" ლიდერები პროევროპულ ოპოზიციას მოუწოდებენ, გაერთიანდნენ.