შეიწყალეთ ნიკა გვარამია - ოპოზიცია პრეზიდენტს დღეს მიმართავს
ოპოზიციამ პრეზიდენტთან კონსულტაციები დაიწყო. "პირველების" ინფორმაციით, "ნაციონალური მოძრაობოს" ლიდერებმა სალომე ზურაბიშვილს გზავნილი გადასცეს. შეატყობინეს, რომ სურთ ნიკა გვარამიას საკითხზე პრეზიდეტთან შეხვედრის გამართვა.
შეხვედრის დროს ოპოზიცია შეეცდება დაუსაბუთოს ზურაბიშვილს, რომ გვარამიას ციხეში ჩატოვებით არ წყდება მხოლოდ ერთი მოქალაქის თავისუფლების ბედი. კრიტიკული მედიამენეჯერის პატიმრობა მძიმე გავლენას ახდენს თავისუფალი მედიის არსებობაზე საქართველში, რაც ევროკავშირის 12 პუნქტიდან ერთ-ერთი მოთხოვნაა.
დღეს პოლარიზაცია საზოგადოების შიგნით არ არსებობს. პირიქით, ის ერთიანია და უმრავლესობას სურს სამოქალაქო თანხმობა, მაგრამ ეს მედიის ტყვეობაში აყვანის პირობებში ვერ მოხდება, ეს ვერ მოხდება ჟურნალისტების დაკავების პირობებში.
სასამართლო არის უსამართლო, არ არსებობს სამართლიანი მართლმსაჯულების ცნება როგორც ასეთი.
გვარამიას პატიმრობაში დარჩენით, ივანიშვილის ხრიდან, 12 პუნტქიდფან 4 პუნქტის შესრულებას უარი ეთქვა. ეს შანსს უკარგავს ქვეყანას, გახდეს კანდიდსატის სტატუსის მატარებელი. ამ დროს თუ პრეზიდენტი არ იყენებს მის შესაძლებლობას, რომელიც მას კონსტიტუციით აქვს მინიჭებული, მაშინ გასაგებია რასთან და ვისთან გვაქვს საქმე და საზოგადოებისა და პოლიტიკური დემოკრატიული ძალების მხრიდან ამ ყველაფერს, იგივე სალომე ზურაბიშვილის მისამართით შესაბამისი რეაქცია მოჰყვება"- ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია.
ამასთან, "პირველების" ინფორმაციით, ოპოზიცია საერთო ტექსტზე მუშაობას, რომელიც პრეზიდენტს გადაეგზავნება. ოპოზიცია სთხოვს პრეზიდენტს გამოიყენოს მისი უფლება და გამოსცეს შეწყალების აქტი.
საქართველოს პრეზიდენტი კი მეორე დღეა დუმს. მას საალელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე კომენტარი არ გაუკეთებია.