ვის მიმართავენ ეს ადამიანები გვარამიას შეწყალების თხოვნით, ვისაც პრეზიდენტად არ აღიარებდნენ? - ოხანაშვილი

04.11.22 13:35
ვის მიმართავენ ეს ადამიანები გვარამიას შეწყალების თხოვნით, ვისაც პრეზიდენტად არ აღიარებდნენ? - ოხანაშვილი

„ქართული ოცნების“ დეპუტატი ანრი ოხანაშვილი ნიკა გვარამიას შეწყალებაზე ამბობს, რომ ეს არის შესაბამისი სუბიექტის ექსკლუზიური უფლებამოსილება.

ოხანაშვილი გაოცებას ვერ მალავს, თუ როგორ სთხოვენ სალომე ზურაბიშვილს "მთავარი არხის" დამფუძნებლის შეწყალებას ის პირები, რომლებიც საქართველოს პრეეზიდენტის ლეგიტიურობას არც კი აღიარებდნენ.

ნებისმიერი ტიპის გადაწყვეტილება, ეს არის ექსკლუზიური უფლებამოსილება შესაბამისი სუბიექტის. მე არ ვიცი, ვის მიმართავენ ეს ადამიანები შეწყალების თხოვნით - იმ პირთა შორის, ვინც დღეს შეწყალებაზე საუბრობს, არიან ადამიანები, რომლებიც სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტად არ აღიარებდნენ - ვის მიმართავენ შეწყალებაზე, ვისაც პრეზიდენტად არ აღიარებდნენ?! მაშინ ვკითხოთ მათ, როდის გახდა მათთვის საქართველოს პრეზიდენტი ლეგიტიმური?“ - ამბობს ოხანაშვილი. 
 

ოპოზიციამ პარლამენტში ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. საპარლამენტო პარტიები მიმართვას პრეზიდენტს უგზავნიან და შეხვედრას ითხოვენ. პოლიტიკური ძალები ფიქრობენ, რომ ნიკა გვარამიას ციხეში ჩატოვებით იზრდება პოლარიზაცია და უარესდება მედია გარემო, რაც ამცირებს ქვეყნის ევროკავშირის კანდიდატის წევრობის სტატუსს.

მსგავსი სიახლეები