,,ოცნებაში" არ არიან ტალეირანები, რომლებმაც იციან დიპლომატიის ანა-ბანა - თეონა აქუბარდია
,,ოცნებაში" არ არიან ტალეირანები, რომლებმაც იციან დიპლომატიის ანა-ბანა - ასე აფასებს ოპოზიციონერი დეპუტატი, თეონა აქუბარდია, უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, გია ვოლსკის თავდასხმას ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონზე.
თეონა აქუბარდიას, ევროპელი პოლიტიკოსების მსგავსად, მიაჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირანის ელჩთან შეხვედრა მიზანშეწონილი და გამართლებული მხოლოდ მაშინ იქნებოდა, რუსეთ-უკრაინის ომში ირანი კრემლის მოკავშირე და სტრატეგიული პარტნიორი რომ არ იყოს.
ჩვეულებრივი ამბავი იქნებოდა ირანის ელჩთან შეხვედრა, თავდაცვის მინისტრის და არა საგარეო საქმეთა მინისტრის, იმ შემთხვევაში, თუ ირანი არ იქნებოდა რუსეთის სტრატეგიული პარტნიორი უკრაინის წინააღმდეგ ომში.
როცა ეს ასე არ არის, რა სახელმძღვანელოებშიც არ უნდა ჩახედოს ,,ქართული ოცნების" უმრავლესობამ, ეს არის ძალიან ცუდი გზავნილი.
თავდასხმები ქალბატონ ვიოლა კრამონზე არაერთხელ მომხდარა, სავარაუდოდ, მომავალშიც ვიხილავთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ,,ოცნებაში" არიან ტალეირანები, რომლებმაც იციან დიპლომატიის ანა-ბანა ისე, როგორც ეს ქვეყნის შესაბამისობაში იქნებოდა - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.
ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის კრიტიკა საქართველოს მთავრობის მისამართით მას შემდეგ გაჟღერდა, რაც ცნობილი გახდა თავდაცვის მინისტრ, ჯუანშერ ბურჭულაძისა და ირანის ელჩის შეხვედრის შესახებ.
ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯი - ასე აფასებს ოპოზიცია საქართველოს თავდაცვის მინისტრის შეხვედრას ირანიის ელჩთან.
ოპონენტები ღარიბაშვილის მთავრობას მოუწოდებენ, შეწყვიტოს ფიქრი იმ ქვეყანასთან თანამშრომლობაზე, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ დაწყებულ ომში რუსეთს რაკეტებით ამაარაგებს.