რატომ არ არის ეს ადამიანი გაძევებული საქართველოდან? - გიგა ბოკერია საქართველოს მაგინებელ რუსეთის მოქალაქეზე
,,ევროპული საქართველოს" ლიდერს, გიგა ბოკერია ამბობს, რომ რუსი ოლიგარქის შვილი, ალექსანდრ კოპილკოვი, რომელმაც თბილისი ცენტრში ქართველებს დედა აგინა, ქვეყნიდან უნდა გააძევონ. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აცხადებს, რომ რუსეთის მოქალაქე გარდა იმისა, რომ ქართველებს შეურაცხყოფას აყენებს, წარმოადგენს საზოგადოებრივი წესრიგისთვის საფრთხეს.
რატომ არ არის ეს ადამიანი გაძევებული საქართველოდან? ის არ არის საქართველოს მოქალაქე. აქ არ არის დასჯაზე, ციხეში რამდენი ხანი იჯდება და ასე შემდეგ. საუბარია იმაზე, რატომ უნდა იყოს საქართველოში ასეთი მოქალაქე. როცა ადამიანი ასე იქცევა, ის, გარდა იმისა, რომ შეურაცხყოფას აყენებს ამ ქვეყანას, ჩვენს საზოგადოებას, არის საფრთხე საზოგადოებრივი წესრიგის.
ნებისმიერ მომენტში ასეთ ქმედებას შესაძლოა, მოჰყვეს ინციდენტი, რასაც მერე ეს რეჟიმი ვერა და პუტინის რეჟიმი გამოიყენებს ახალი პროპაგანდისთვის და ამას ვხედავთ - განაცხადა გიგა ბოკერიამ
ეფ ეს ბეს შესაძლო პროვოკაცია თბილისში - იდენტიფირებულია რუსი ოლიგარქის შვილი, ვინც თბილისის ცენტრში ქართველებს დედას აგინებდა. ის რუსეთის მოქლაქე, 29 წლის ალექსანდრ კოპილკოვია და ეფ ეს ბესთან დაახლოებული იმ მინიოლიგარქის შვილია, რომელიც უკრაინაში პუტინის ომის დაფინასებაშია მხილებული.
უკრაინელმა ბლოგერებმა ქართველების მაგინებელი ახლაგაზრდის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოიძიეს. ირკევა, რომ ის და მისი ოჯახი ჩვენს ქვეყნას თავს 2021 წლიდან აფარებენ. ბლოგერები არ გამორიცხავენ, რომ ქართველების გინება შესაძლოა, რუსული სპეცსამსახურების პროვოკაციაა იყოს.