ომბუდცმენობის კანდიდატები კობიძეს სახალხო დამცველის შესარჩევი პროცესის ჩაშლის მცდელობაში ამხელენ

08.11.22 20:43
ომბუდცმენობის კანდიდატები კობიძეს სახალხო დამცველის შესარჩევი პროცესის ჩაშლის მცდელობაში ამხელენ

ომბუდცმენობის კანდიდატები ირაკლი კობიძეს სახალხო დამცველის შესარჩევი პროცესის ჩაშლის მცდელობაში ამხელენ. პირველი პასუხი კანდიდატებისგან უკვე მოჰყვა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პროგნოზს, რომ შესაძლოა პარალმენტმა ახალი სახალხო დამცველი ვერ აირჩიოს. 

სახალხო დამცველის კანდიდატის გიორგი ბურჯანაძის თქმით, თუ პოლიტიკოსები ვერ შეთანხმდებიან და ვერ იქნება არჩეული ახალი სახალხო დამცველი, მაშინ მის მოვალეობას ნინო ლომჯარიას მოადგილე თამარ გვარამაძე შეასრულებს.

იმედს ვიტოვებ, რომ პოლიტიკოსები შეძლებენ კანდიდატზე შეჯერებას. კიდევ ერთხელ მუინდა მოვუწოდო მას (ირაკლი კობახიძეს) და მის კოლეგებს, რომ მაქსიმალურად გამოიჩინონ კონსტრუქციულობა და იყვნენ თანამშრომლობისკენ ორიენტირებულები. 
ახალი სახალხო დამცველის არარჩევის შემთხვევაში, თუ ეს სცენარი დადგება, ბუნებრივია, აპარატი ამ სცენარისთვის მზად არის, თამარ გვარამაძე, საქართველოს სახალხო დამცველის პირველი მოადგილე გააგრძელებს მოვალეობის შესრულებას ამ მიმართულებით“. - ამბობს გიორგი ბურჯანაძე. 

კობახიძემ ფაქტობრივად ნიადაგი მოამზადა და დაანონსა, რომ არ არის გამორიცხული, რომ სახალხო დამცველის არჩევნები ჩაიშალოს.

 

მსგავსი სიახლეები