ივანიშვილის ოლიგარქიული დიდება დროებითია - ნიკა მელია

09.11.22 11:12
ივანიშვილის ოლიგარქიული დიდება დროებითია - ნიკა მელია

ივანიშვილის ოლიგარქიული დიდება დროებითია, - ასე აფასებს ენმ-ს თავმჯდომარე, ნიკა მელია, საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის რეზოლუციის ახალ პროექტს.

ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, ბრიუსელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ის, რაც "ქართულ ოცნებას" ძალიან არ უნდოდა. 

ამით მოხდა დადასტურება კიდევ ერთხელ იმისი, რისიც არ უნდოდა „ქართულ ოცნებას“.  საერთაშორისო საზოგადოება, მთელი მსოფლიო მინუს ლუკაშენკოს რეჟიმი, აღიარებს ორ კონკრეტულ პირს პოლიტპატიმრად და ითხოვს მათ გათავისუფლებას. პუტინის მოკავშირე ოლიგარქები ხვდებიან ერთი დასავლური სანქციების ქვეშ და არაერთი ვიხილეთ ჩვენ ამის დამადასტურებელი ფაქტები და საბოლოო ჯამში, ოლიგარქები გადაიქცევიან და გადაიქცა ბევრი მათგანი უკვე ძალიან ღარიბ ადამიანებად, რომელსაც ხელს არავინ ართმევს არც ევროპაში და არც აშშ-ში. ამიტომ, ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული დიდება არის ძალიან დროებითი, - თქვა ნიკა მელიამ. 

დებიძინიზაცია, სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გაყვანა, პოლიტპატიმრების დევნის შეწყვეტა და საარჩევნო რეფორმა - ევროპარლამენტს "ქართული ოცნებისთვის" დღეს კონკრეტული მოთხოვნები და დავალებები ჰქონდა.  საგარეო კომიტეტის სხდომაზე საქართველოს შესახებ მომზადებულ ანგარიშში ცვლილებების შეტანას რამდენიმე წუთი დასჭირდა და მას ევროდეპუტატებმა მხარი ერთხმად დაუჭირეს. 

მსგავსი სიახლეები