თუ "ოცნება" საკუთარ პოლიტიკას არ გადახედავს, კანდიდატის სტატუსის მისაღებად მინიმალური შანსი გვაქვს - სამადაშვილი

09.11.22 11:17
თუ "ოცნება" საკუთარ პოლიტიკას არ გადახედავს, კანდიდატის სტატუსის მისაღებად მინიმალური შანსი გვაქვს - სამადაშვილი

საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის რეზოლუციის ახალი პროექტის დამტკიცების შემდეგ "ლელოს" წევრი სალომე სამადაშილი "ქართულ ოცნებას" საკუთარი პოლიტიკის გადახედვას ურჩევს. მისი თქმით, თუ ხელისუფლება ამას არ გააკეთებს, ქვეყანას ევროკავშირის კანდიდატის მისაღებად მინიმალური შანსი აქვს. 

ის სურათი, რასაც ჩვენ ვხედავთ, არის რომ, პოლიტიკური კონსესუსი ევროკავშირში, არის რომ ჩვენს ქვეყანას აქვს სერიოზული გამოწვევა პოლიტიკური მართლმსაჯულების თვალსაზრისით და ასევე ცალსახად არის დაფიქსირებული, რომ ქვეყანაში ოლიგარქიულ რეჟიმზე როდესაც არის საუბარი, საუაბარი არის იავნიშვილის გავლენის მოხსნაზე. როდესაც ასეთი მძიმე ჩანაწერები კეთდება მთავარ სტრატეგიულ დოკუმენტში, ჩვენი შანსი, თუ „ქართული ოცნება“ არ აგადხედავს საკუთარ პოლიტიკას რომ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი, არის მინიმალური, - ამბობს სამადაშვილი. 

დებიძინიზაცია, სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გაყვანა, პოლიტპატიმრების დევნის შეწყვეტა და საარჩევნო რეფორმა - ევროპარლამენტს "ქართული ოცნებისთვის" დღეს კონკრეტული მოთხოვნები და დავალებები ჰქონდა.  საგარეო კომიტეტის სხდომაზე საქართველოს შესახებ მომზადებულ ანგარიშში ცვლილებების შეტანას რამდენიმე წუთი დასჭირდა და მას ევროდეპუტატებმა მხარი ერთხმად დაუჭირეს.  

მსგავსი სიახლეები