არავინ აპირებს თავის მოტყუებას არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ - დავით კირკიტაძე

09.11.22 13:18
არავინ  აპირებს თავის მოტყუებას არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ - დავით კირკიტაძე

ოპოზიცია საქართველოს შესახებ ევროკავშირის ანგარიშს საგანგაშო უწოდებს. ენმ-ს წევრი დავით კირკიტაძე ქვეყანაშ ოლიგარქიულ მმართველობას სიმახინჯეს უწოდებს და ამბობს, რომ თავის მოტყუებას არც ქვეყნის შიგნით და არც გარეთ არავინ აპირებს. 

ამ მახინჯი ფორმით და ეს არის სიმახინჯე, როდესაც ერთი ადამიანი მთლიანად აკონტროლებს ხელისუფლებსი ყველა შტოს, მთლიანად აკონტროლებს მედიის დიდ ნაწილს და აქვს სურვილი მთლიანად გააკონტროლოს მედია იქნება ეს, არასამთავრობო სექტორი თუ ყველა, ვისაც განსხვავებული აზრი აქვს, ეს არის მახინჯი ფორმა და ამ ფორმით ახლა ნამდვილად არ არის იმ ქვეყნის ადგილი ევროპაში, რომელსაც მართლა ასეთი ტიპის მმართველობა აქვს. არავინ არ აპირებს თავის მოტყუებას არც ქვეყნის შიგნით, არც ქვეყნის გარეთ, - ამბობს კირკიტაძე. 

დებიძინიზაცია, სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გაყვანა, პოლიტპატიმრების დევნის შეწყვეტა და საარჩევნო რეფორმა - ევროპარლამენტს "ქართული ოცნებისთვის" დღეს კონკრეტული მოთხოვნები და დავალებები ჰქონდა.  საგარეო კომიტეტის სხდომაზე საქართველოს შესახებ მომზადებულ ანგარიშში ცვლილებების შეტანას რამდენიმე წუთი დასჭირდა და მას ევროდეპუტატებმა მხარი ერთხმად დაუჭირეს.  

მსგავსი სიახლეები