"ოცნება" დარწმუნებულია, რომ დემოკრატიული რეფორმების პირობებში ძალაუფლებას ვერ შეინარჩუნებს - დაუშვილი

09.11.22 13:23
"ოცნება" დარწმუნებულია, რომ დემოკრატიული რეფორმების პირობებში ძალაუფლებას ვერ შეინარჩუნებს - დაუშვილი

"ქართულმა ოცნებამ" იცის, რომ ემოკრატიული რეფორმების პირობებში ძალაუდლებას ვერ შეინარჩნებს, - ამის შესახებ პარტია "საქარტველოსთის" წევრმა მიხეილ დაუშვილმა განაცხადა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, ხელისუფლების მსგავსი მიდგომით ევროკავშირის პოზიცია ვერ შეიცვლება. 

ევროკავშირის პოზიცია ვერ შეიცვლებოდა, სანამ არ მოხდება იმ რეფორმების გატარება, რომელიც უზრუნველყოფს დეოლიგარქიზაციას, რომელიც ურზუნველყოფს სასამართლო სისტემაში გავლენის ჯგუფების ძალაუფლების დეკონცენტრაციას, ანალოგიურად პროკურატურის სისტემაში გავლენის ჯგუფის ძალაუფლების დეკონცენტრაციას, კორუფციასთან ეფექტურ ბრძოლას და ა.შ. ანუ რელურად ეს არის, რაც დღეს გასაკეთებელია. „ოცნება“ ამ ყველაფერს რატომ არ აკეთებს? არ აკეთებს იმიტომ, რომ მათი მიზანი ის კი არ არის, რომ დემოკრატიული რეფორმები გაატაროს. დემოკრატიული რეფორმების პირობებში დარწმუნებულები არიან, რომ ძალაუფლებას ვერ შეინარჩნებენ, - ამბობს დაუშვილი.  

დებიძინიზაცია, სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გაყვანა, პოლიტპატიმრების დევნის შეწყვეტა და საარჩევნო რეფორმა - ევროპარლამენტს "ქართული ოცნებისთვის" დღეს კონკრეტული მოთხოვნები და დავალებები ჰქონდა.  საგარეო კომიტეტის სხდომაზე საქართველოს შესახებ მომზადებულ ანგარიშში ცვლილებების შეტანას რამდენიმე წუთი დასჭირდა და მას ევროდეპუტატებმა მხარი ერთხმად დაუჭირეს.   

მსგავსი სიახლეები