"არ მითქვამს, რომ აშშ-ში არჩევნები გაყალბდა" - ზარქუა უკან იხევს
"არ მითქვამს, რომ გაყალბდა" - აშშ-ს არჩევნების გაკრიტიკების შემდეგ ირაკლი ზარქუა უკან იხევს. სახელისუფლებო გუნდის წევრი ამბობს, რომ არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით თავად არაფერი უთქვამს და მხოლოდ ეუთო-ოდირის დასკვნა მოიშველია.
გაყალბდა არ მითქვამს, არასწორი ინტერპრეტაცია გაქვთ, მცდელობა, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოთ, იმიტომ, ორმ მე ვთქვი, ეუთო-ოდირის დასკვნა რაც არის და მე გირჩევთ, რომ თქვენც და დანარჩენებმაც, ვისაც გაინტერესებთ ეს თემა, რომ ჩახედოთ. ჩამონათლია მთელი რიგი, მათ შორის, აღმოჩნდა, რომ არის დაშინება, აღმოჩნდა, რომ არის მოსყიდვის მცდელობა, მათ შორის, არის თურმე, რომ მილიონობით ადამიანს არ მიეცა საშუალება, რომ არჩევნებში მონაწილეობა მიეღო და ბოლოს იყო ერთ-ერთი, რამაც გამაოცა, ე.ი. გარდაცვლილი ადამიანი აურცევიათ. ნონსენსია, ხომ? ამაზე ვტქვი, რომ ჩვენი ოპოზიცია კიდევ გვსაყვედურობს, რომ მკვდარი სულები ღებულობენ მონაწილოებას, თუმცა ვერცერთი ვერ დაამტკიცეს საბოლოოდ, და მერე იცით, რომ მოუხდათ ბოდიშის მოხდა და პარლამენტში შემოსვლა, - თქვა ზარქუამ.