"ოცნება" კრემლის რიტორიკას იმეორებს - ექსპერტები ირაკლი ზარქუას აკრიტიკებენ

14.11.22 17:55
"ოცნება" კრემლის რიტორიკას იმეორებს - ექსპერტები ირაკლი ზარქუას აკრიტიკებენ

უსაფრთხოების სფეროს ექსპერტებმა ირაკლი ზარქუა კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს. მიზეზი სახელისუფლებო გუნდის წევრის ის განცხადება გახდა, სადაც ზარქუამ თქვა,  რომ აშშ-ში არჩევნები გაყალბდა

სპეციალისტების თქმით, ანტიამერიკული განცხადებები ჩვენს ქვეყანას კარგს არაფერს მოუტანს და მხოლოდ სახელმწიფო ინეტერესებს დააზიანებს.

ამასთან, ექსპერტები პირდაპირ ამბობენ, რომ "ქართული ოცნების" რიტორიკა კრემლის რიტორიკასთან თანხვედრაშია. 

ჩვენი პოლიტიკოსების გამონათქვამები ძალიან ჰგავს პესკოვის და ლავროვის გამონათქვამებს და რავიცი, ჩვენ, მემგონი, დასავლეთში გვინდა ინტეგრაცია. ის ხალხი ებრძის დასავლეთს და...  აქედან გამომდინარე, ალბათ, უნდა პასუხისმგებლობის საკითხი დავაყენოთ, რომ რატომ არის, რომ ჩვენ ვიმეორებთ კრემლის რიტორიკას? წინასწარ გვამზადებენ იმისთვის, რომ აქ არჩევნები გაყალბდება და გეუბნება, რომ, „რა მოხდა ახლა, ამერიკაში გაყალბდა არჩევნები და რა მოხდა ახლა, ჩვენ ხომ ამერიკა არ ვართ?“... ნიჰილიზმის და ასე ვთქვათ, აბსოლუტური გულგრილობის შეტანა არჩევნების შედეგების მიმართ, შეეცდებიან, რომ ახლავე ჩადონ ეს თავის პოლიტიკურ გზანილებში, -ამბობს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელი ნოდარ ხარშილაძე 

 

მსგავსი სიახლეები