"ოპოზიციის მიზანი არ ყოფილა და არ არის ჩვენი ქვეყნის წარმატება ევროპულ გზაზე"- პრემიერი
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, რომელიც რამდენიმე წუთის წინ, ირწმუნებოდა, რომ ევროკომისიის 12 პუნქტის შესასრულებლად ოპოზიციისა და მესამე სექტორისთვის მისი კარი ღია იყო, განცხადების ბოლოს ტონი შეცვალა და თქვა, რომ "ოპოზიციის მიზანი არ ყოფილა და არ არის ჩვენი ქვეყნის წარმატება ევროპულ გზაზე".
სამწუხაროდ, მათი მიზანი არ ყოფილა და არ არის ჩვენი ქვეყნის წარმატება ევროპულ გზაზე. ბატონ კომისარს მინდა ეს ინფორმაცია მივაწოდო, რომ დადასტურებული ინფორმაცია მივიღეთ ჩვენი ევროპელი მეგობრებისგან, რომ მაშინ, როცა ჩვენ აქტიურად ვმუშაობდით, ჩემი პირველი პრემიერობის დროს, უვიზო რეჟიმზე, რაც ყველა ქართველის ოცნება და ხელშესახები შედეგი იყო.
მაშინაც, სამწუხაროდ, ოპოზიციის ლიდერები დადიოდნენ ბრიუსელში ერთადერთი მესიჯით, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში ქვეყანას არ მიეღო უვიზო რეჟიმი.
ჩვენ ვნახეთ როგორ მოიქცა ივნისში ჩვენი ოპოზიცია, როცა მათი მხარდამჭერი ევროპელი პარტიების წარმომადგენლები გაერთიანდნენ და მიიღეს საქართველოს საწინააღმდეგო რეზოლუცია. ეს ხდება მაშინ, როცა ევროპულ საბჭოს უნდა მიეღო ისტორიული გადაწყვეტილება, ეს იყო საბოტაჟი საქართველოს წინააღმდეგ“, - განაცხადა პრემიერმა.