ბევრმა შეიძლება, გაიხსენოს განცხადებები, რომელიც ასევე ზურგში დანის ჩარტყმას შეიძლება მიაგავდეს - ბეჟაშვილი მელიას პასუხობს

16.11.22 12:00
ბევრმა შეიძლება, გაიხსენოს განცხადებები, რომელიც ასევე ზურგში დანის ჩარტყმას შეიძლება მიაგავდეს - ბეჟაშვილი მელიას პასუხობს

ნიკა მელიას კრიტიკას, რომელიც მან ენმ-ს გარკვეული ფლანგის მისამართით გააჟღერა, ლევან ბეჟაშვილმა უპასუხა. ბეჟაშვილი ამბობს, რომ ახლა წყენის და ემოციების დრო არ არის, რადგან არჩევნების მიზანი სტაგნაციიდან გამოსვლა უნდა იყოს.

ამასთან, პოლიტიკოსის თქმით, პარტიაში შესაძლოა, ბევრმა გაიხსენოს მელიას ისეთი განცხადებები, რომელიც ასევე ზურგში დანის ჩარტყმად შეიძლება შეფასდეს. 

ემოციები, პირადი წყენები თავმჯდომარის არჩევის საკითხთან დაკავშირებით ახლა უნდა გადაიდოს, იმიტომ, რომ ჩვენთვის, ეს ახალი არჩევნები, ახალი ლეგიტიმაცია უნდა იყოს კრიზისიდან და სტაგნაციიდან გამოსვლის ეტაპი. აქედან ჩვენ ერთიანად ძლიერები უნდა გამოვიდეთ, თუ მხარეები დაიწყებენ პირად წყენებზე საუბარს, ბევრმა შეიძლება ასევე, გაიხსენოს ცალკეული განცხადებები, რომელიც ასევე შეიძლება ზურგის  დანის ჩარტყმას მიაგავდეს ა.შ., - თქვა ბეჟაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ თანაგუნდელების ბუნტი ნიკა მელიამ ზურგში დანის ჩარტყმად შეაფასა.  

მსგავსი სიახლეები