სააკაშვილის გადარჩენის შტაბი - ხაბეიშვილის შეთავაზება ჩალაძეს

16.11.22 16:19
სააკაშვილის გადარჩენის შტაბი - ხაბეიშვილის შეთავაზება ჩალაძეს

პირველი შეთავაზება კანდისატის რაგგიდან - ენმ-ს წევრი, ლევან ხაბეიშვილი მესამე პრეზიდენტის მეგობარს, გიორგი ჩალაძეს მიხეიილ სააკაშვილის გადარჩენის შტაბის ხელმძღვანელობას სთავაზობს. 

ამის შესახებ ხაბეიშვილმა პარტიის ოფისში საგანგებო ბრიფინგის დროს განაცხადა

მინდა გამოვიდე ინიციატივით და გიორგი ჩალაძეს, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გადარცენისთვის ყველაფერს აკეთებს, შევთავაზო, რომ "ნაციონალურ მოძრაობასთან" შეიქმნას შტაბი, რომელშც გაერთიანდება ყველა, სამოქალაქო სექტორი, ვისაც აინტერესებს პრეზიდენტ სააკაშვილის მდგომარეობა და ამ შტაბს გიორგი ჩალაძე ჩაუდგეს სათავეში“. - ამბობს ხაბეიშვილი.

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ირაკლი ნადირაძემ 9 ნოემბერს პრეზიდენტ სააკაშვილის ბიბლიოთეკიდან განაცხადა, რომ პარტიის რეგიონული ლიდერები შიდა პარტიულ არჩევნებს ითხოვენ.

ნადირაძის თქმით, პარტიის თავმჯდომარეს ლეგიტიმაცია უნდა ჰქონდეს.

ნადირაძის საპასუხოდ, ,,ნაციონალური მოძრაობის" მოქმედმა თავმჯდომარემ თქვა, რომ მზად არის, პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა.

ცნობილია, მიხეილ სააკაშვილის პოზიციაც, რომელიც რამდენიმე დღის წინ, კობა ნაყოფიამ გააჟღერა. მისი თქმით, "სააკაშვილს მიაჩნია, რომ ენმ-ის არჩევნებზე განცხადებები ბიბლიოთეკაში არ უნდა კეთდებოდეს". 

ამ დროისთვის საკუთარი კანდიდატურები დააყენეს გიორგი ჩალაძემ და გიორგი მუმლაძემაც. 

 

მსგავსი სიახლეები