საქართველოს ხელისუფლების დასჯის მცდელობა და შანტაჟი - ყაველაშვილი სენატორების გზავნილებზე

17.11.22 15:39
საქართველოს ხელისუფლების დასჯის მცდელობა და შანტაჟი - ყაველაშვილი სენატორების გზავნილებზე

„ოცნებიდან“ ფორმალურად წასული დეპუტატი მიხეილ ყაველაშვილი სენატორების უმწვავეს გზავნილს საქართველოს ხელისუფლების დასჯის მცდელობასა და შანტაჟს უწოდებს.

ყაველაშვილი ასევე ეხმაურება სენატორ დონფრიდის საპასუხოდ ამბობს, რომ კელი დეგნანზე თავდასხმას ადგილი არ ჰქონია, უბრალოდ „ოცნებიდან“ ფორმალურად წასულები ამერიკის ელჩს მოუწოდებდნენ, გამიჯნოდა იმ ადამიანებს, რომლების საქართველოს ომში ჩართვას მოუწოდებდა

„ეს არის დამსჯელი შანტაჟი, საქართველოს ხელისუფლების დასჯის მცდელობა. რატომ? იმიტომ, რომ საქართველოს დამოუკიდებელ ეროვნულ ინტერესზე გონიერი პოლიტიკის წარმოება, მათთვის მისაღები არ არის. ჩვენ ვთხოვდით ქალბატონ ელჩს ფაქტებზე დაყრდნობით კითხვებს ვუგზავნიდით და ვთავაზობდით, გამიჯდოდა იმ ადამიანებს, ვინც საქართველოს ომში ჩართვას მოუწოდებდა“. - ამბობს ყაველაშვილი
 

საქართელოში ამერიკის ელჩის წინააღმდეგ გამოთქმული ბრალდებები სენატში, საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე, ერთ-ერთი მთავარი თემა იყო.

სენატორმა კარენ დონფრიდმა პირდაპირ თქვა, რომ ჯგუფები, რომლებიც კელი დეგნანს აკრიტიკებენ, საქართველოს მთავარობასთან მჭიდრო კავშირში არიან. 

დონფრიდმა გადაჭრით აღნიშნა, რომ მსგავსი კრიტიკა ძირს უთხრის საქართველო-ამერიკის დიდხნიან პარტნიორობას.

სენატზე ასევე გააკეთდა უმწვავესი შეფასებაც.

"საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაა" - განაცხადა ჯინ შაჰინმა.

 

 

მსგავსი სიახლეები