კობახიძე უსინდისო ადამიანია, მისთვის ტყუილი არაფერი არაა - ზურა გირჩი ჯაფარიძე

19.11.22 11:26
კობახიძე უსინდისო ადამიანია, მისთვის ტყუილი არაფერი არაა - ზურა გირჩი ჯაფარიძე

ირაკლი კობახიძემ ყველა წითელი ხაზი გადაკვეთა - ოპოზიცია ,,ქართული ოცნების" თავმჯდომარის გუშინ საპარლამენტო ტრიბუნიდან გაკეთებულ შეურაცხმყოფელ გამოსვლას ეხმიანება, რა დროსაც მმართველი პარტიის ლიდერმა  2008 წლის  რუსეთ-საქართველოს ომი  ცუდი  სიტყვებით აღწერა.

კობახიძის ნათქვამის შემდეგ ოპოზიციას დარჩა განცდა, რომ ივანიშვილის რანგით  პირველმა პოლიტიკურმა მემკვიდრემ შეუარაცხყოფა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლ ყველა ჯარისკაცს მიაყენა.

კობახიძისთვის ეს ხალხი, ვინც საქართველოს მთლიანობისთვის დაიღუპა, არაფერს ნიშნავს, საოკუპაციო ხაზთანაც კი არ არის ჩასული. მას არ აღელვებს ოკუპირებული ტერიტორიები, არც იქიდან გამოყრილი ხალხი.

ჩემთან მიმართებაშიც ტყუილი თქვა. ჩვეულებრივი ბოდვაა ის, თითქოს მე ვთქვი, რომ სტატუსი იმის გამო არ მოგვცეს, რომ ომი არ დავიწყეთ. ეს კობახიძემაც იცის, რომ ტყუილია, მაგრამ მისთვის ტყუილი არაფერი არაა. 

ტყუილი მათ იმისთვის სჭირდებათ, რომ ხშირად იმეორონ და ხალხს დააჯერონ. 

უსინდისო ადამიანია და ეს ისედაც ვიცოდით - განაცხადა ზურა ჯაფარიძემ. 

ირაკლი კობახიძემ გუშინ საპარლამენტო ოპოზიცია ქვეყნის ღალატში დაადანაშაულა.

მსგავსი სიახლეები