კობახიძის გუშინდელი განცხადების შემდეგ ვუსამძიმრებ ყველას სასამართლო სისტემის გარდაცვალებას - შალვა ხაჭაპურიძე

19.11.22 12:14
კობახიძის გუშინდელი განცხადების შემდეგ ვუსამძიმრებ ყველას სასამართლო სისტემის გარდაცვალებას - შალვა ხაჭაპურიძე

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე, აცხადებს, რომ ,,ქართული ოცნების" თავმჯდომარის გუშინდელი განცხადება დამატებითი სამართლებრივი საფუძველი გახდა იმისთვის, რომ მესამე პრეზიდენტის გათავისუფლებისთვის იბრძოლონ.

ხაჭაპურიძის განმარტებით, ირაკლი კობახიძემ ეჭვქვეშ დააყენა ცენტრ ,,ემპათიას" რეპუტაციაც.

კობახიძის გუშინდელი განცხადების შემდეგ ყველა წინას წავშლით, არც ერთი არ გვჭირდება, ანუ იქ იყო პრემიერის, დეპუტატების, ამისი, იმისი, პოლიტიკური თანამდებობის პირების განცხადებები.

გუშინს მერე ყველას წავშლით, აზრი არ აქვს, რადგან ისინი ძალიან სათამაშოები არიან იმასთან შედარებით, რაც ჩვენ გუშინ მოვისმინეთ.

ვუსამძიმრებ უნივერსიტეტს, ადვოკატებს, იურისტებს, რადგან გუშინს შემდეგ ჩვენთვის ცნობილი გახდა, სასამართლო სისტემა ჩვენთან გარდაცვლილია და აღარ არსებობს. 

საინტერესო განცხადება იყო ბატონი კობახიძის, მასში საინტერესო მესიჯებია.

,,ემპათია" არის ,,ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი. პირიქით- ,,ნაცმოძრაობას" უჩივლა ,,ემპათიამ", ქალბატონმა ჯიშკარიანმა მათი ხელისუფლების ერთ-ერთ მინისტრს და მოუგო დავა სტარასბურგის სასამართლოში. - განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ

კობახიძის მტკიცებით, სააკაშვილმა ციხიდან გათავისუფლების მიზნით თვითდაზიანებები მიიყენა.

გახდება თუ არა მძიმე დიაგნოზი მიხელ სააკაშილის გათავისუფლების საფუძველი -  180 გვერდიანი დოკუმენტში დასმული 16 დიაგნოზიდან საჯაროდ დადასტურებული დემენციაა, რაც მეხსიერების, აზროვნებისა და ორიენტაციის დარღვევევით ხასიათდება.

 

 

მსგავსი სიახლეები