შვილებზე ძალადობის შემზარავი საქმე - რუს პროპაგანდისტს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს

19.11.22 20:47
შვილებზე ძალადობის შემზარავი საქმე - რუს პროპაგანდისტს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ოჯახური ძალადობის ფაქტზე რუსეთის პროპაგანდისტ ვლადიმერ სოლოვიოვს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. 

ჟურნალისტს დაპატიმრება ემუქრება, როგორც კი ის საქართველოს სახელმწიფო საზღვარს გადმოკვეთს. შეგახსენებთ, "შაბათის ეთერმა" ამ თემაზე რეზონანსული ჟურნალისტური გამოძიება გამოქვეყნა. 

"ტვ პირველის" ინფორმაციით, ვლადიმერ სოლოვიოვის არასრულწლოვანმა შვილებმა მამის წინააღმდეგ გამაოგნებელი ჩვენება მისცეს და თქვეს, რომ მამაკაცი მათზე სისტემატიურად ძალადობდა. 

ამასთან, აღსანიშნავია, რომ საქრთველოს პროკურატურამ ბავშვების ჩვენებებიდან ერთი თვის შემდეგ წარუდგინა ბრალი ვლადიმერ სოლოვიოვს. მისი ცოლი, ტოპ მოდელი ტატიანა აბრამენკო "შაბათის ეთერთან" ამტკიცებს, რომ მის მოძალადე ქმარს საქართველოს პრემიერ-მინისტრის სიმამრი, თამაზ თამაზაშვილი მფარველობს. 

პროკურატურის თანახმად, ვლადიმერ სოლოვიოვს  ბრალდება არასრულწლოვანი შვილების მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური და  ფიზიკური ძალადობის ფაქტზე წარუდგინა.

უწყების მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ  ბრალდებული არასრუწლოვანი შვილების მიმართ ძალადობას ახორციელებდა, რა დროსაც მათ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა. 

მას ბრალდება 2022 წლის 18 ნოემბერს დაუსწრებლად წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ძალადობა ჩადენილი  წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ -4 ეპიზოდი).

პროკურატურამ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების  შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა"- წერია განცხადებაში. 

რაც შეეხება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეო-ჩანაწერებს, სადაც ტატიანა აბრამენკოს მიერ ბავშვების ცემის ფაქტია ასახული შოთაძის უწყებაში განმარტავენ, რომ აღნიშნული  ძალადობრივი ფაქტების შესახებ ინფორმაცია მოიპოვება მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში.

მათი შეფასებით, ფაქტი ჩადენილია უცხო ქვეყანაში, უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ ასევე უცხო ქვეყნის არასრულწლოვანი მოქალაქის მიმართ, რაზეც არ ვრცელდება საქართველოს სისხლის სამართლებრივი იურისდიქცია.

შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

მსგავსი სიახლეები