"ჩვენს ქვეყანაში ასეთი რამე არ ხდება" - გარემოს დაცვის მინისტრი ივანიშვილის მიერ აბასთუმნის მიწების მიტაცებაზე
გარემოს დაცვის მინისტრი ირწმუნება, რომ საქართველოში ვერავინ ვერავის საკუთრებას ვერ წაართმევს. საუბარია "ნოდარ მელაძის შაბათში" გასულ სკანდალურ სიუჟეტზე, რომლის თანახმადაც ბიძნა ივანიშვილმა მთელი აბასთუმნის ცენტრალური ნაწილი მესამე პირების მეშვეობით შეისყიდა.
ოტარ შამუგია ფაქტს წარმოუდგენლად მიიჩნევს და ამბობს, რომ აღნიშNულტან დაკავშირეით ინფორმაციას არ ფლობს.
მსგავსი არაფერი ვიცი, ნამდვილად ვერ ეტყვით. პირველად მესმის მსგავსი რამე. შეიძლება გამოძიება ჩატარებულია, მაგრამ რა არის ჩატარებული და რა კითხვებია, მე არ მომისმენია... რა უნდა გიპასუხოთ, რომ ვიღაცის მიწას ვიღაცა ართმევს? ეს ხომ წარმოუდგენელი რამეა. არ ვიცი რაზე ვსაუბრობთ, წარმოდგენა არ მაქვს. წარმოუდგენელია, რომ ვინმეს ვიღაცა ართმევდეს რაღაცას მის საკუთრებას. ჩვენს ქვეყანაში ასეთი რამე არ ხდება, - ამბობს ოტარ შამუგია.