"შეიძლება დილით გავიღვიძო და მივიღო ინფორმაცია, რომ რაღაც დაემართა" - ნიკოლოზ სააკაშვილი მესამე პრეზიდენტზე
მესამე პრეზიდენტის მამას სამხარაულის ესპერტიზის ბიურის კვლევების არ სჯერა. ნიკოლოზ სააკაშვილს არ აქვს იმედი, რომ მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო კვლევებთან დაკავშირებით ექსპერტები ობიექტურ დასკვნას დადებენ.
ამასთან მიხეილ სააკაშვილის მამა მედიკოსებს მოუწოდებს, შეასრულონ ჰიპოკრატეს ფიცი და დიქტატს არ დაემორჩილონ.
ექსპერტიზა ვის მორჩილებაშია? არის იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში, არის სახელმწიფოს დაქვემდებარებაში. ახლა თქვენ როგორ ფიქრობთ, იქ დაქირავებული ექსპერტები როგორ დასკვნას დაუწერენ? მე მინდა, რომ ყველამ გამოიჩინოს აბსოლუტური ვაჟკაცური დამოკიდებულება, ყველამ გაიხსენოს ჰიპოკრატის ფიცი, რომელიც დადეს სამედიცინო ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ. მე მოვუწოდებ, კი, ბატონო, შევიდნენ, ვის აქვს უფლება, რომ აუკრძალონ შესვლა, მაგრამ რეალურად შეაფასონ და არ დაექვემდებარონ იმ დიქტატს, რომელიც არსებობს მის ზევიდან, მათზეა დაკიდებული. იუსტიციის მინისტრი სულ იმას იძახის და ამ დღეებშც ლაპარაკობდა, რომ ყველაფერი კარგადაა, ყველაფერს ვაკონტროლებ. რას აკონრტოლებს, კაცი კვდება, კაცი ხელიდან მიდის. შეიძლება დილით გავიღვიძო და მივიღო ინფორმაცია, რომ რაღაც დაემართა... ღემრთმა არ ქნას...მისი სიმპტომები იყო ტრემორი, ოფლიანობა, ზოგადი სისუსტე, ძილიანობა, მეტყველების დარღვევა, მეხსიერების ჩავარდნა, გადაადგილები შეზღუდვა.ეს ყველაფერი ჯდება მძიმე მეტალებით მოწამვლის ნუსხაში. მე მაშინ ვიფიქრე, მაგრამ მერე ვერც კი წარმოვიდგინე, რომ შეიძლება საქართველოში ქართველმა კაცმა ქართველი აკცი მოწამლოს, - ამბობს ნიკოლოზ სააკაშვილი.
შეგახსენებთ, რომ დღეს მიხეილ სააკაშვილის პალატაში სამხარაულის ექსპერტები შევლენ. ექსპერტთა ჯგუფმა უნდა დაადგინოს. მოწამლეს თუ არა მესამე პრეზიდენტი.