ფეისბუქპოსტი მესამე პრეზიდენტის სახელით - ადვოკატი ეჭვობს, რომ ტექსტი სააკაშვილს არ დაუწერია

21.11.22 15:14
ფეისბუქპოსტი მესამე პრეზიდენტის სახელით - ადვოკატი ეჭვობს, რომ  ტექსტი სააკაშვილს არ დაუწერია

ვინ გამოაქვეყნა მიხეილ სააკაშვილის "ფეისბუქის" გვერდზე განცხადება მესამე პრეზიდენტის სახელით - პაციენტი პატიმრის ადვოკატი ეჭვობს, რომ  ტექსტი სააკაშვილს არ დაუწერია.

დილის 11 საათზე ყოფილი მთავარსარდლის ოფციალურ გვერდზე გაჩნდა პოსტი, სადაც მიხეილ სააკაშვილი ყველას მოუწოდებდა, მისი ჯანმრთელობის საკითხის პოლიტიზირებისგან თავი შეეკავებინათ. ტექსტში ასევე ეწერა, რომ მას შესაძლო მოწამვლასთან დაკავშირებით კითხვები არასდროს გასჩენია. 

ვითარებაში გასარკვევად შალვა ხაჭაპურიძე ახლა საგანგებოდ სააკაშვილის ციხის საკნად ქვეულ პალატაში შედის. 

პარალელურად, "პირველებმა" დაადგინა, რომ პრეზიდენტის მოწამლვაზე კითხვები "ვივა-მედში" დიდიხანია აქვთ. 

მიხეილ სააკაშვილიდ დაწერილია ეს პოსტი თუ არა, ამას გავარკვევ რამდენიმე წუთში. არ მჯერა, ჯანმრთელობის მდგომარეობა მას არ აძლევს შესაძლებლობას რაიმე პოსტები აქვეყნოს.
დიახ, თვეებია ვაკეთებთ განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ გაჩნდა ეჭვი, რომ შესაძლებელია, მას ორგანიზმში ჰქონდა გარკვეული მეტალები დ ამის გამო ყოფილიყო მოწამლული. კრძოდ, „ვივა-მედის“ ერთ-ერთი ექიმი 15 მაისს აღნიშნავს, რომ მას უნდა გადამოწმდეს ანალიზები და ჩაუტადრეს კვლევები, რომ ხომ არ არის მის ორგანიზმში სხვადასხვა მეტალები. ამოვიდა პასუხი, რომ მას აღენიშნება გარკვეული მინერალები. ამჟამად მუშაობს ტოქსიკოლოგი იმასტან დაკავშირებით, სადაინ შეიძლება ამ ადამიანს ესენი ჰქონოდა და ა.შ. არასდროს პირადად ჩემს მიერ არ გაჟღერებულა, რომ შესაძლენელია, მოწამვლა. მოწამვლა არის ირიდიული დეფინიცია, დანაშაუსლია, თუმცა მინერალებიმას შეიძლება ჰქონდეს ორგანიზმიდან სხვადასხვა მედიკამენტების ანუ უამრავ, 15 თუ 18 მედიკამენტს იღებს ახლა, - ამბობს ხაჭაპურიძე.  

 

 

მსგავსი სიახლეები