პრეზიდენტი ცდილობს, "ოცნების" მხრიდან თავდასხმის ობიექტი ნაკლებად გახდეს - სამადაშვილი
სალომე ზურაბიშვილი ცდილობს, "ქართული ოცნებისგან" თავდასხმის ობიექტი ნაკლებად გახდეს, - ასე აფასებს "ლელოს" წევრი სალომე სამადაშვილი პრეზიდენტის განცხადებას, რომელმაც განმარტა, თუ რატომ გაიწვია უკრაინამ საქართელოდან ელჩი.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ფიქრობს, რომ პრეზიდენტი პოზიციების დაბალანსებას ცდილობს, თუმცა აღნიშნული სტრატეგია არასწორია.
უნდა ვიგულისხმოთ, რომ ის, გარკვეულწილად, ცდილობს დააბალანსოს საკუთარი პოზიცია, რომ ნაკლებად თავდასხმის ობიექტი გახდეს „ქართული ოცნების“ მხრიდან, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ პოზიცია არ არის პერსპექტიული, იმიტომ,რომ რაც უფრო იზრდება უფსკრული „ქართულ ოცნებსა“ და ჩვენს დასავლელ პარტნიორებს შორის, „ქართულ ოცნებსა“ და უკრაინას შორის, მით უფრო გაუჭირდება ქვეყნის პრეზიდენტს ისეთი პოზიციონირება, რომელიც იქნება მკაფიო პოზიიცის დაკავება. გადაწყვეტილება, რომელიც მიირეს ელჩის გაწვევის თაობაზე, არ იყო კარგა გააზრებული სწორედ უკრაინის სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, - თქვა სამადაშვილმა.