ირაკლი კობახიძე იმდენად ჩამოყალიბებული ნაგავი და არაკაცია, რომ მასზე შურისძიებას აზრი არ აქვს - გიგი უგულავა
ირაკლი კობახიძე იმდენად ჩამოყალიბებული ნაგავი და არაკაცია, რომ მასზე შურისძიებას აზრი არ აქვს - ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა, ,,ქართული ოცნების" თავმჯდომარეს პარლამენტში გაკეთებული განცხადების გამო უპირისპირდება.
ეს კაცი, უფრო ზუსტად არაკაცი, არის ჩამოყალიბებული ნაგავი. იმდენად მყრალი ნაგავია, რომ შურისძიებასაც არ აქვს აზრი. არარაობაზე ხელი არ უნდა გაისვარო. მაგრამ მთელი ცხოვრება უნდა ახსოვდეს რომ ნაგავია და მანამდე ნაგვად დარჩება, სანამ ეს ნაგავი ნეშოპალად არ იქცევა
პ.ს. ამას ალბათ სჯობდა, მამა-პაპურად შემეგინებინა - წერს სოციალურ ქსელში გიგი უგულავა.
ირაკლი კობახიძემ დღეს პარლამენტში განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი ცდილობს საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობით სიმულაციას მსგავსად მისი მეგობრის, იულია ტიმოშენკოსი, რომელიც ციხიდან ინვალიდის სავარძლით გამოვიდა და მეორე დღესვე წამოხტა ეტლიდან.