ენმ-ში თავმჯდომარეობას ეცილებიან ხაბე და აი ის, ხმლიანი ქალის რომ ეშინია, ჭიაბერაშვილი - ირაკლი ზარქუა
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი ზარქუა, ენმ-ს წევრის, გიორგი ბოტკოველის გამოსვლას ეხმიანება, სადაც ,,მან ირაკლი კობახიძეს ე.წ. თავმჯდომარე უწოდა.
ირაკლი ზარქუამ განაცხადა, რომ ირაკლი კობახიძე, საქართველოს კონსტიტუციის ერთ-ერთი ავტორი, ,,ნაციონალურმა მოძრაობამ" არ უნდა აკრიტიკოს.
ბოტკოველმა ირაკლი კობახიძეზე თქვა, ე.წ. თავმჯდომარეო. ირაკლი კობახიძე, რომელიც სწავლობდა გერმანიაში, დისერტაცია დაიცვა გერმანიაში, არის საქართველოს კონსტიტუციის ერთ-ერთი ავტორი. ამბობს ვინ? ბოტკოველი, რომლის პარტიაშიც ერთმანეთს თავმჯდომარეობაზე ეცილებიან ხაბე და ის, ხმლიანი ქალის რომ ეშინია, რა გვარია, ჭიაბერაშვილი - თქვა ირაკლი ზარქუამ.
პარლამენტში დღეს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცხარე დისკუსია გაიმართა. ენმ-ს დეპუტატმა, გიორგი ბოტკოველმა, განაცხადა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ლეტალური შედეგი თუ დადგება, ეს მთელი ქვეყნის ტრაგედია იქნება და კონკრეტულად ,,ნაცმოძრაობის" პრობლემა.