მოსასმენი აპარატურა სააკაშვილის ადვოკატის სახლში - ომბუდსმენს საქმის ობიექტური გამოძიების არ სჯერა

30.11.22 13:41
მოსასმენი აპარატურა სააკაშვილის ადვოკატის სახლში - ომბუდსმენს საქმის ობიექტური გამოძიების არ სჯერა

სახალხო დამცველს არ სჯერა, რომ მიხეილ სააკაშილის ადვოკატის შესაძლო ფარულ მოსმენასა და თვალთვალის საქმეზე გამოძიება ობიექტურად წარიმართება. ნინო ლომჯარიას თქმით, როგორც წესი, მსგავსი საქმეები გამოუძიებელი რჩება, რადგან არაკანონიერი ქმედების უკან სწორედ ხელისუფლების ინტერესი დგას. 

ტოტალური მოსმენა რომ არსებობს და არანაირი საზედამხედველო მექანიზმი რომ არ არსებობს უკონტროლო და არაკანონიერ მოსმენაზე საქართველოს მოქალაქეების მიმართ, ეს ფაქტია და დამტკიცებულია. ძალიან სამწუხაროა, თუ ასეთი რამ მოხდა. ვერ გეტყვით, რომ  მიიღებს ობიექტურ გამოძიებას და დადგინდება დანაშაულის ჩამდენი პირების ვინაობა, იმიტომ, რომ, როგორც წესი, ამ ტიპის საქმეებზე გამოძიებები  არ სრულდება და პასუხისგებაში არავინ მიეცემა ხოლმე, - თქვა ლომჯარიამ. 

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების სახლში, სავარუდოდ, მოსასმენი აპარატურაა აღმოჩენილი. სკანდალური განცხადება შალვა ხაჭაპურიძემ რამდენიმე წუთის წინ "ტვ პირველთან" გააკეთა. სააკაშვილის უფლებამცველი ვარაუდობს, რომ მისი თვალთვალის ორგანიზება სუს-მა სააკაშვილის გამო დაგეგმა. 

მსგავსი სიახლეები