მოსასმენი აპარატურა სააკაშვილის ადვოკატის სახლში - რას ამბობენ "ოცნებაში"
არჩილ თალაკვაძის მტკიცებით, მისთვის გაუგებარია, ვის ინტერესში შეიძლება შედიოდეს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის ფარული მოსმენა. მმართველი გუნდის წევრი ირწმუნება, რომ მომხდარზე რეაგირებას შესაბამისი სტრუქტურები მოახდენენ.
რაც საზოგადოებას აინტერესებს, ის საჯაროდ ამბობს და კომუნიკაცია აქვს მედიასთან, შესაბამისად, მართლა გამიჭირდება იმის თქმა, თუ რა შეიძლება და ვის შეიძლება აინტერესებდეს მის სახლში აპარატურის დაყენება. თუ ასეთი რამ მოხდა, ამაზე შესაბამისი სტრუქტურები მოახდენენ რეაგირებას, - თქვა თალაკვაძემ.
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების სახლში, სავარუდოდ, მოსასმენი აპარატურაა აღმოჩენილი. სკანდალური განცხადება შალვა ხაჭაპურიძემ რამდენიმე წუთის წინ "ტვ პირველთან" გააკეთა. სააკაშვილის უფლებამცველი ვარაუდობს, რომ მისი თვალთვალის ორგანიზება სუს-მა სააკაშვილის გამო დაგეგმა. https://tvpirveli.ge/ka/siaxleebi/politika/28240-skandali-saakashvilis-advokatis-sakhlshi-mosasmeni-aparatura-ipoves