ეხმარება თუ არა საქართველოს მთავრობა რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში - ოპოზიცია განმარტებას ითხოვს

01.12.22 17:14
ეხმარება თუ არა საქართველოს მთავრობა რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში - ოპოზიცია განმარტებას ითხოვს

საქართველოს რუსეთი სანქციების  გვერდის ასავლელად და შავ ხვრელად  იყენებს - ამ ეჭვებს ოპოზიციას ჩეხეთის ელჩის სკანდალური განცხადება უმყარებს. ოპოზიცია მთავრობას სასწრაფო რეაგირებისკენ მოუწოდებს, ითხოვენ საკანონმებლო ბაზის მოწესრიგებას, რათა თავიდან ავირიდოთ ნებისმიერი სპეკულაცია და ბრალდება იმის შესახებ, რომ რუსეთს ვეხმარებით.

ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ ახლა მთავრობამ სასწრაფოდ უნდა გააკეთოს ახსნა-განმარტება ჩეხეთის ელჩის განცხადებასთან დაკავშირებით.

ის პროდუქცია, რომელიც ჩეხეთიდან რუსეთში პირდაპირ ვერ შედის, შემოდის საქართველოში და ხდება რეექსპორტი. ეს არის ჩეხეთის ელჩის ძალიან საგანგაშო განცხადება. 

ჩვენ შესაბამისად, ცხადია, გამოვითხოვთ ინფორმაციას სახელმწიფო უწყებებისგან, რათა ზუსტად გავიგოთ, რა პროდუქცია შემოდის ჩეხეთიდან, რა რაოდენობით. აქ იკვეთება ძალიან საფრთხე იმის, რაზეც ამდენი ხანია, ვსაუბრობთ, რომ შესაძლოა, საქართველოს ტერიტორიის გამოყენება ხდებოდეს სანქციების რეჟიმის თავის არიდების მიზნით - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ჩეხმა დიპლომატმა პირდაპირ თქვა, რომ გაზრდილი საექსპორტო შესყიდვები და მილიონიანი კონტრაქტები ეჭვებს აჩენს, რომ ოკუპანტ ქვეყანას ოკუპირებული ქვეყანა ეხმარება. 

ჩეხეთის ელჩის სკანდალური განცხადება შესაძლოა, საქართველოს საერთაშორისო ასპარზზე ძვირად დაუჯდეს, რადგან მსგავსი ბრალდებები ქვეყნის იმიჯს აზიანებს და კიდევ უფრო ამყარებს დასავლეთის წარმოდგენას იმაზე, რომ საქართველო რუსეთს სანქციებსიგან თავის დაღწევაში ეხმარება.

მსგავსი სიახლეები