ეროვნული ინტერესების ღალატია, როცა საქართველოს მეშვეობით ჩვენივე მტერი ძლიერდება - ბოკერია
„ევროპული საქართველოს“ ლიდერი ჩეხეთის ელჩის მსგავსად ეჭვობს, რომ რუსეთი საქართველოს სანქციების გვერდის ასავლელად შავ ხვრელად იყენებს.
ბოკერია ამბობს, რომ ეს ეროვნული ინტერესების ღალატია, რადგან საქართველოს მეშვეობით ჩვენივე ქვეყნის მტერი ძლიერდება.
აი ამ განცხადებაში არის ლაპარაკი, რომ მოცულობა საეჭვოდ გაიზარდა იმ ტიპის იმპორტის, რომელიც ავტომატურად აჩენს საფუძველს იფიქრო, რომ ეს არის ხვრელისთვის გამოყენებული ამბავი და ეს არის ჩვენი ეროვნული ინტერესების პირდაპირ ღალატი, როცა საქართველოს მეშვეობით ჩვენივე ქვეყნის მტერი ძლიერდება“. - ამბობს გიგა ბოკერია.
ჩეხმა დიპლომატმა პირდაპირ თქვა, რომ გაზრდილი საექსპორტო შესყიდვები და მილიონიანი კონტრაქტები ეჭვებს აჩენს, რომ ოკუპანტ ქვეყანას ოკუპირებული ქვეყანა ეხმარება.
ჩეხეთის ელჩის სკანდალური განცხადება შესაძლოა, საქართველოს საერთაშორისო ასპარზზე ძვირად დაუჯდეს, რადგან მსგავსი ბრალდებები ქვეყნის იმიჯს აზიანებს და კიდევ უფრო ამყარებს დასავლეთის წარმოდგენას იმაზე, რომ საქართველო რუსეთს სანქციებსიგან თავის დაღწევაში ეხმარება.