კულუარულ გავლენებზე, სახელების დასახელებაზე საუბარი არ უნდა იყოს - ლევან ბეჟაშვილი ნიკა მელიას პასუხობს
ნიკა მელიას გადაწყვეტილებამ, რომ არჩევნების დაწყების შემდეგ თანაგუნდელებზე უფრო მეტი თქვას, ლევან ხაბეიშვილის ბანაკში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია.
ფრაქცია ,,ნაცმოძრაობის" თავმჯდომარის მოადგილე, ლევან ბეჟაშვილი, მიიჩნევს, რომ კულუარული ინფორმაციების საჯაროზე გამოტანა ხელს არ შეუწყობს პარტიაში ჯანსაღ პროცესებს.
რაიმე კულისებზე, კულუარულ გავლენებზე, სახელებისა და გვარების დასახელებაზე საუბარი არ უნდა იყოს, რადგან ეს არ შეუწყობს ხელს ჯანსაღ საარჩევნო პროცესს.
ჩვენ თუ ჩავალთ გარკვეულ საკითხების, გარკვეულ პიროვნებებთან დაკავშირებით ჩვენს პირად დამოკიდებულებებზე, ეს არ იყო და არ იქნება არასდროს პარტიის ინტერესების შესაბამისი. - აცხადებს ლევან ბეჟაშვილი.