"ოცნება" ცდილობს, საქართველო რუსეთთან პირისპირ დატოვოს - პაატა მანჯგალაძე

04.12.22 13:23
"ოცნება" ცდილობს, საქართველო რუსეთთან პირისპირ დატოვოს - პაატა მანჯგალაძე

"ქართული ოცნებისგან" განსხვავებით ამერიკელი სენატორების მწვავე გზანილებს ოპოზიციაში გამოეხმაურნენ. "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრის, პაატა მანჯგალაძის შეფასებით, მმართველი გუნდი ყველაფერს აკეთებს, რათა დასავლეთმა საქართველოზე ხელი ჩაიქნიოს. 

აშკარაა და ყველა ხედავს, ჩვენი მეგობარი, ჩვენი პარტნიორი, რომ დემოკრატიის თვალსაზრისით, ადამიანის უფლებების თავლსაზრისით, მედიასთან დამოკიდებულებაში, რეგრესია აშკარა. „ქართული ოცნება“ მიზანმიმართულად იქცევა ასე, რომ დასავლეთმა  ჩაიქნიოს ხელი საქართველოზე, დარჩეს მარტო პირისპირ რუსეთთან და ივანიშვილს როგორც უკანა ბოსტანი დაუტოვონ საქართველო, რაც არ გამოვა, - ამბობს პაატა მანჯგალაძე. 

მსგავსი სიახლეები