კიდევ ერთი პრეზიდენტის მკვლელობა არ უნდა დავუშვათ - ნიკა მელია

08.12.22 14:42
კიდევ ერთი პრეზიდენტის მკვლელობა არ უნდა დავუშვათ - ნიკა მელია

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე გადასარჩენია. 

მისი თქმით, ფაქტს, რომ მესამე პრეზიდენტი საზღვარგარეთ, სამკურნალოდ სასწრაფოდ გადასაყვანია, ექიმები და საერთაშორისო საზოგადოება თანხმდება. 

ენმ-ს მოქმედი თავმჯდომარე ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერის განცხადებასაც გამოეხმაურა, სადაც პიტერ სტანო პირდაპირ ამბობს, რომ "საქართველოს ხელისუფლება პასუხისმგებელია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე". 

არამხოლოდ ევროკავშირის ეს კონკრეტული განცხადება, იყო მათ მიერ გაკეთებული არაერთი განცხადება. ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია. აშშ-ისგან გაკეთებული არაერთი განცხადება, სხვადასხვა ტიპის განცხადება, რომელიც პირდაპირ, სწორხაზოვნად მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხება. მთელი დასავლური პოლიტიკური ისტებლიშმენტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანას. ბუნებრივია, ამ კონკრეტულ თემაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას, ამას ჩვენი საერთაშორისო მეგობრებიც ხედავენ. 

ფართო გაგებით, საზოგადოებას ეკისრება პასუხისმგებლობა, ეკისრება ყველას, ვისთვისაც სულ ერთი არ არის ამ სახელმწიფოს ბედი მომდევნო ათწლეულების განმავლობაში. 

ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ, საქართველოს რიგით მეორე პრეზიდენტის მკვლელობა"- თქვა მელიამ. 

ენმ-ს ლიდერი დარწმუნებულია, რომ საზოგადოება ამ გამოწვევის წინაშე გაიმარჯვებს.  

მსგავსი სიახლეები