არის თუ არა რუსეთი მტერი - მარტივ კითხვას "ოცნების" კიდევ ერთი დეპუტატი არ პასუხობს (ვიდეო)
"ქართული ოცნების" დეპუტატებში დიდი დაბნეულობაა - ირაკლი კობახიძის სკანდალური განცხადების შემდეგ, მარტივ კითხვას, არის თუ არა რუსეთი მტერი, მმართველი პარტიის კიდევ ერთი დეპუტატი, მიხეილ სარჯველაძე არ პასუხობს.
"ტვ პირველის" ჟურნალისტი ცდილობდა მისგან მაინც მიეღო პასუხი, თუმცა სარჯველაძემ კითხვა უპასუხოდ დაყოვა.
ცნობისთვის, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვას, არის თუ არა რუსეთი უკრაინისა და საქართველოს საერთო მტერი არ უპასუხა.