ვინ უნდა დახვედროდა ექსპრეზიდენტს საქართველოში - გიული ალასანიას თქმით, სააკაშვილს მასთან არაფერი უთქვამს
გიული ალასანია ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში გამომგზავრებამდე კიევში ჩავიდა, რათა ეთქვა შვილისთვის, რომ სამშობლოში არ წამოსულიყო, თუმცა მათი შეხვედრა ვერ შედგა. "ნოდარ მელაძის შაბათში" გასული რეზონანსული სიუჟეტის შემდეგ მესამე პრეზიდენტის დედა ამბობს, რომ სააკაშვილს მასთან არასდროს უთქვამს, ვინ უნდა დახვედროა მას საქართველოში და ვინ უღალატა.
ვიყავი ჩასული კიევში. იქ, სხვათაშორის, ჩემი ძმაც იყო ჩამოსული ამერიკიდან საგანგებოდ, რომ გველაპარაკა იმაზე, რომ არ ჩამოსულიყო, მაგრამ მოხდა ისე, რომ არ დაგველაპარაკა საერთოდ, ბინიდან გაქრა. დღემდე არაფერი ვიცი და არასდროს დამისვამს ეს შეკითხვა. სულ ველოდებოდი, რომ იქნებ თვითონ გაუჩნდეს სურვილი, რომ დაიწყოს ამალზე ლაპარაკი, მაგრამ არ გაუჩნდა სურვილი, - თქვა ალასანიამ.
კაცმა, რომელსაც ექვსწლიანი პატიმრობა ემუქრება, "ნოდარ მელაძის შაბათში" მოყვა, რა გზა გამოიარა მესამე პრეზიდენტთან ერთად 8 დღის განმავლობაში. 68 წლის პენსიონერი ელგუჯა ცომაია პირდაპირ ამბობს, რომ საქართველოში ჩამოსვლისთანავე, როდესაც ფოთის პორტიდან გამოვიდნენ, მიხეილ სააკაშვილი სანდო ადამიანისთვის უნდა გადაებარებინა და ამით მისია შესრულებული იქნებოდა,თუმცა სრულიად მოულოდნელად აღმოჩინა, რომ ექსპრეიდენტს არავინ მიაკითხა და პრეზიდენტმა მას სახლში წაყვანა სთხოვა.