"ეს იყო ყველაზე დიდი უზნეობა" - ასეთია პრეზიდენტის დედის პირველი კომენტარი

15.12.22 17:16
"ეს იყო ყველაზე დიდი უზნეობა" - ასეთია პრეზიდენტის დედის პირველი კომენტარი

მიხეილ პალატიდან უკანონოდ გავრცელებული კადრების შემდეგ, მესამე პრეზიდენტის პალატაში ბრიუსელიდან ახლად დაბრუნებული გიული ალასანია შევიდა.

"ეს იყო ყველაზე დიდი უზნეობა" - ასეთია პრეზიდენტის დედის პირველი კომენტარი.

მისი თქმით, პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული კადრები რეალობას არ ასახავს. 

„რაც მოხდა ეს ყველაფერი სრულ უზნეობად მიმაჩნია და ვისაც არ უნდა ეხებოდეს, ნებისმიერ ადამიანს, მით უმეტეს პრეზიდენტის შემთხვევაში საერთოდ წარმოუდგენელია, არცერთ ცივილურ ქვეყანაში ეს არ მოხდებოდა, მაგრამ ეს ამავე დროს არის მთავარიდან მეორეხარისხოვანზე გადატანის მცდელობა. იმიტომ, რომ ჩემთვის, პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე თუ მეხუთე ადგილი აქვს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობას. ყველაფერი დანარჩენი არის მე-10 ხარისხოვანი. ყოველ წუთას შეიძლება მისი სიცოცხლე დასრულდეს.  როდემდე ვითამაშოთ და ვდგათ სპექტაკლები, ხან კადრები იქნება, ხან კიდევ რაღაც იქნება, ვიღაცამ კიდევ რაღაც თქვა, მერე ჩვენ რა და მის ჯანმრთელობას რა?!  რაც დეკემბრის კადრებია ნაჩვენები, არ ასახავს სრულ სურათს, როგორც წესი მე არც ერთხელ არ მინახავს ფეხზე დამდგარი, თუნდაც დამხმარე საშუალებითაც კი, როგორც წესი ის სულ წევს"- განაცხადა ალასანიამ.

მსგავსი სიახლეები