კადრების გავრცელებით გამოჩნდა, რომ "ოცნებას" ამ მდგომარეობაში მყოფი სააკაშვილისაც კი ძალიან ეშინია - ხიდაშელი

15.12.22 17:19
კადრების გავრცელებით გამოჩნდა, რომ "ოცნებას" ამ მდგომარეობაში მყოფი სააკაშვილისაც კი ძალიან ეშინია - ხიდაშელი

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, თინა ხიდაშელის განცხადებით, ხელისუფლების მხრიდან სააკაშვილის კადრების ამ ფორმით გავრცელება იმას ნიშნავს, რომ "ოცნებას" ძალიან ეშინია ამ მდგომარეობაში მყოფი სააკაშვილისაც კი.

ხიდაშელი ამბობს, რომ მმართველი გუნდი დამონტაჟებული კადრებით ცდილობს საზოგადოებას თავბრუ დაახვიოს და ზომბირების გზით ფონს გავიდეს.

ვიდეო კადრებს გვაჩვენებენ, რომელშიც ჩანს, რომ ადამიანი ერთმნიშვნელოვნად ცუდად არის და ამის მიუხედავად გვეუბნებიან, რომ სიმულიანტია და მაინც არ მოჰყავთ სასამართლოში. მე, როგორც მოქალაქემ, ერთი რამ დავინახე ჯამურად ამ პროცესში, რომ ძალიან ეშინია ხელისუფლებას სააკაშვილის, ამ მდგომარეობაში მყოფი სააკაშვილისაც და ასე შანტაჟით, საკუთარი ინტერპრეტაციებითა და დამონტაჟებული კადრებით ცდილობს საზოგადეობას თავბრუ დაახვიოს და განწყობები შეუცვალოს. ერთადერთი რამ, რაც გუშინ გვაჩვენეს არის, თუ როგორი მხდალი და შეშინებულია ხელისუფლება და ისევ და ისევ იმის იმედად ცხოვრობს, რომ საზოგადოებაში ამ ზომბირების გზით ფონს გავა“, - ამბობს თინა ხიდაშელი. 

მსგავსი სიახლეები