კადრების გამოქვეყნებით "ოცნებამ" აჩვენა, რომ მათი მთავარი მიზანი სააკაშვილის განადგურებაა - გიგაური
"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" ხელძღვანელი ეკა გიგაური პირდაპირ ამბობს, რომ სააკაშვილის ვიდეოკადრების გამოქვეყნება ადამიანის უფლებების დარღვევაა.
გიგაურის თქმით, ხელისუფლებამ აჩვენა, რომ მათი მთავარი მიზანი მესამე პრეზიდენტის განადგურებაა.
მათ გვითხრეს ის, რომ ჩვენ შეგვიძლია განახოთ, რომ სააკაშვილი არის ცუდ მდგომარეობაში, ეს აქტი იყო მისი უფლებების დარღვევა და ჩვენ საჯაროდ შეგვიძლია დავარღვიოთ ადამიანის უფლებები და ვიცით, რომ ამასთან დაკავშირებით შეიძლება კრიტიკა წამოვიდეს საზოგადოების მხრიდან, ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან, მაგრამ ჩვენ ეს არ გვაინტერესებს. იმიტომ, რომ ჩვენი მთავარი მიზანი არის ამ კონკრეტული ადამიანის განადგურება, მათ შორის ფიზიკურადაც და შესაბამისად, ამ გზაზე ჩვენ არავინ არ დაგვიდგება წინ და ჩვენ ამ მიზანს მივაღწევთ. ფაქტიურად ჩვენ ეს დავინახეთ“, - ამბობს ეკა გიგაური.