სააკაშვილის პროცესამდე მიუტანეს 35 ლეპტოპი - რატი ბრეგაძის უწყებას ნაყიდი კომპიუტერების ამბავი გაუსკდა
თუ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს დავუჯერებთ, სააკაშვილის სასამართლოზე ჩასართავად ერთი ლეპტოპი ვერსად გამოინახა, მაგრამ ირკვევა, რომ ყველაფერი სხვაგვარადაა.
ზუსტად ერთი კვირის წინ, პენიტენციურმა სამსახურმა 57 ათასი ლარის კომპიუტერები შეუკვეთა, რამდენიმე კვირით ადრე კი 72 ათასის.
ალბათ, რატი ბრეგაძის უწყებაში ვერავინ წარმოიდგენდა, რომ მტკიცებულებები საჯაროზე გამოვიდოდა.
ბოლო შეკვეთა პენიტენიცურმა სამსახურმა 13 დეკემბერს, სააკაშვილის პროცესამდე ერთი დღით ადრე ჩაიბარა - 35 ლენოვოს ფირმის ნოუთბუქი დამკვეთს კომპანიამ მიუტანა.
ფაქტს შპს „ჯეო ტეჩის“ დირექტორი შალვა ასლამაზაშვილი "პირველებთან" ადასტურებს.
"გუშინწინ 35 ცალი ლეპტოპი მივაწოდეთ პენიტენციურს. ადრეც ვაწვდიდიდთ მათ ლეპტოპებს", - ამბობს ასლამაზაშვილი.