ნებისმიერი გადაწყვეტილებისთვის მზად ვართ, იქნება ეს შიმშილობა თუ მანდატების დატოვება - ხაბეიშვილი

15.12.22 18:04
 ნებისმიერი გადაწყვეტილებისთვის მზად ვართ, იქნება ეს შიმშილობა თუ მანდატების დატოვება - ხაბეიშვილი

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის კანდიდატი, ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ ის და ფრაქციის სხვა წევრები მოქმედი თავმჯდომარის გადაყვეტილებისთვის მზად არიან. 

"ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის წევრები, ნებისმიერი გადაწყვეტილებისთვის მზად ვართ - იქნება ეს შიმშილობა, საპარლამენტო მუშაობის შეწყვეტა თუ მანდატების დატოვება - უთხრა "პირველებს" ხებეიშვილმა. 

ხაბეიშვილი მელიასგან სამოქმედო გეგმას ითხოვს:

ასევე მნიშვნელოვანია, არსებობდეს გეგმა, იმიტომ რომ ჩვენ 6 თვით ადრე ვიცოდით, რომ  სასამართლო პროცესები დეკემბერში იქნებოდა და გავყვეთ იმ გეგმას, რაც ექნება პაერტიის ჯერ კიდევ მოქმედ თავმჯდომარეს რომელსაც პოლიტიკურმა საბჭომ პარტიის თავმჯდომარეობა გაუგრძელა 28-29 იანვრამდე. მე და ჩემი კოლეგები მზად ვართ, როგორც რიგითი ჯარისკაცები ვემსახუროთ საქმეს, რომელიც ქართული სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია"- თქვა "ტვ პირველთან" ლევან ხაბეიშვილი. 

მსგავსი სიახლეები